13/05/2021

გზამკვლევი: მართეთ მარტივად დისტანციურად

მამიკო და შვილიკო.png

             ბოლო წელია დისტანცია დიდი დოზით შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში. პანდემიურმა ყოფამ მყისიერად მოგვიტანა სოციალური დისტანცია, დისტანციური სერვისები, დისტანციურად გართობა, დასვენება, სწავლა, სუფრა და მუშაობაც კი.  

ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო, უთქვამთ და მართლაც ასეა. ინდუსტრიულ რევოლუციამდე არსებული სახლიდან მუშაობის სტილი სასწრაფოდ გავიხსენეთ და მოვარგეთ ახალ რეალობას, თუმცა ამ გადაწყობას რამდენიმე ეტაპი მაინც დასჭირდა.

დისტანციურად მუშაობა ახალ რეალობაში თავდაპირველად ოთხ კედელს შორის შვებულებას ჰგავდა, შემდეგ სახლიდან მუდმივად მუშაობას, საბოლოოდ კი თითოეულ ორგანიზაციაში კონკრეტული ფორმა მიიღო და მეტ-ნაკლებად ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

გასული წლის პირველ ნახევარში დასაქმებულების უმეტესი ნაწილი ძალიან დადებითად აფასებდა დისტანციურ რეჟიმში მუშაობას, თუმცა რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, ისეთმა ადამიანებმაც კი დაიწყეს დისტანციურ ყოფაზე წუწუნი, რომლებიც მანამდე ხანგრძლივი დროით სახლიდან გაუსვლელობას არასოდეს უჩიოდნენ და სახლში ყველაზე კომფორტულად გრძნობდნენ თავს

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიების მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა თანამშრომლების მოტივაცია, გუნდის სწორად ორგანიზება და დისტანციურად ეფექტური მართვა გახდა. დისტანციურ გრაფიკზე გადაწყობა გამორჩეულად იოლი აღმოჩნდა განსაკუთრებით დიდი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის  და ამან საკმაოდ დადებითი ფინანსური თუ პროდუქტიული ეფექტი მოუტანა კომპანიას. შედეგად წარმატებულმადისტანციოლოგებმასახლიდან მუშაობა გრძელვადიან ნორმად აქციეს. ხოლო სხვა კომპანიებმა მათი სპეციფიკიდან, თუ სუბიექტური მოსაზრებიდან გამომდინარე ვერ მოახერხეს დისტანციურ რეჟიმზე ეფექტურად გადაწყობა  და ახალი რეალობა მათთვის ისევ გამოწვევად რჩება.

მაინც რა უნდა გაითვალისწინოთ კომპანიების მმართველებმა დისტანციურ რეჟიმში მუშაობისას და რა არის ეგრეთ წოდებულიოქროს რჩევები“.

გედები.png

1. აამაღლეთ თანამშრომლებისადმი ნდობის ხარისხი!

ბევრი მენეჯერისთვის ახალი გამოცდილება და გამოწვევა გახდა თანამშრომლებისთვალდახუჭულინდობა და იმის უცოდინრობა, თუ რითია დაკავებული თანამშრომელი სამუშაო საათების განმავლობაში.

გაითვალისწინეთ, დისტანციური მუშაობა მხოლოდ იმ შემთხვევაში არის ეფექტური, თუ თქვენ გაქვთ თანამშრომლებისადმი მაღალი ნდობა. შეაფასეთ მათი მუშაობა მხოლოდ შესრულებული სამუშაოს მიხედვით და ნუ იღელვებთ, თუ რას აკეთებს თანამშრომელი სრული 8 საათის განმავლობაში. ეს კი თავის მხრივ თანამშრომლების პასუხისმგებლობის გრძნობას აამაღლებს და უფრო გულისყურით მოეკიდებიან თითოეულ დავალებას.

2. უზრუნველვყავით გამართული კომუნიკაცია!

დისტანციური მუშაობა რასაკვირველია ტექნიკური გამართულობის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ უზრუნველვყავით თქვენი თითოეული თანამშრომელი შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით და მარტივი საკომუნიკაციო არხებით და საშუალებებით ისე, რომ არ შეექმნას ბარიერი მუშაობისას.

წერილობითი კომუნიკაცია შეგიძლიათ გააგრძელოთ არსებული საკომუნიკაციო საშუალებებით, როგორიც არის ელექტრონული ფოსტა, ხოლო შეხვედრების და განხილვებისთვის გამოიყენეთ მაგალითად Zoom, MS Teams და ..   

3. დააწესეთ სტრუქტურირებული სამუშაო დრო და განრიგი!

უზრუნველყავით, რომ გუნდის წევრების დისტანციურად სამუშაო საათები დაემთხვეს ერთმანეთს, მათ აუცილებლად სინქრონულად და ერთდროულად იმუშაონ, რათა შედეგი სწრაფად და ეფექტურად იყოს მიღწეული.

4. დაუსვით თანამშრომლებს კონკრეტული ამოცანები და აკონტროლეთ მათი შესრულება

ზუსტად გადაახარისხეთ და განსაზღვრეთ ვის რა ფუნქცია მოვალეობები აქვს და რა დროში უნდა შეასრულოს მიღებული დავალება. გამოიყენეთ ეგრეთწოდებული სამართავი პროგრამები, რომელიც ინტერნეტში უხვად მოიპოვება. როგორიც არის Google drive, Todoist, Basecamp და ..

5. მიეცით გუნდს სოციალური ინტერაქციის საშუალება!

შეკარით გუნდი დისტანციურად. მიეცით გუნდის წევრებს საშუალება, რომ ისაუბრონ არასამუშაო თემებზე. მაგალითად შეხვედრის წინ წამოჭერით ყველასთვის საინტერესო ზოგადი თემა და აიყოლიეთ გუნდი საუბარში.

გამოყავით ბიუჯეტი, რომ გუნდს შეეძლოს პერიოდულად ერთმანეთთან შეხვედრა არასამუშაო გარემოში, მაგალითად კაფეში ან გარე სივრცეში. თუ ეს ვერ ხერხდება, მოაწყვეთ ვირტუალური შეხვედრის საღამო. ამაში ზემოთ ხსენებული დისტანციური სუფრის გამოცდილება დაგეხმარებათ.

6. გამოუცხადეთ თანამშრომლებს ემოციური თანადგომა!

ახალი რეალობა ბევრ ადამიანში იწვევს სტრესს და უარყოფით ემოციებს. ამიტომ მნიშვნელოვანია მოუსმინოთ თქვენს თანამშრომლებს და გამოუცხადოთ მათ ემოციური თანადგომა. ჰკითხეთ მათ ხშირად, თუ როგორ გრძნობენ თავს და როგორ ეგუებიან ახალ რეალობას. აუცილებლად მოუსმინეთ გულდასმით.

მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი ემოციური ინტელექტი, რომელიც დაგეხმარებათ  საკუთარი და სხვისი ემოციების უკეთ გაცნობიერებაში და მართვაში.

თუ გსურთ ამ საინტერესო თემაზე მეტი ინფორმაციის და პრაქტიკული რჩევების მიღება, შემოგვიერთდი BPN Georgia-ს ვებინარზე - თანამშრომლების პოზიტიურად მართვა რთულ პერიოდებში, რომელსაც შვეიცარიელი ესპერტი გაუძღვება.

« უკან
2298
Login