31/05/2021

რა არის Google My Business და როგორ შეგვიძლია მისი მართვა?

Google My Business.png

Ana PNG.png  ავტორი: ანა აივაზიშვილი 

        Google-ში ძებნისას ხშირად შეგხვდებოდათ კომპანიაზე ინფორმაცია, სადაც მოცემულია კომპანიის სახელი, ლოგო, პროდუქტის/მომსახურეობის ფოტოები, შეთავაზებები, მისამართი, სამუშაო საათები, და .. ეს არის Google-ის ერთ-ერთი სერვისი სახელწოდებით Google My Business (ძველი Google Places), სადაც შეგვიძლია  დავამატოთ სასურველი ინფორმაცია, რომელიც საძიებო სისტემაში ძიების დროს გამოჩნდება.

 

Picture1.jpg

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რა პლიუსები აქვს Google My Business-ის გამოყენებას?

 

  • Google My Business არის უფასო ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ SEO (საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია) ლოკალურ დონეზე და მომხმარებელს კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდეთ;
  • უფასოდ მივიღებთ მიზნობრივ ტრეფიკს;
  •  გამოვჩნდებით Google Map-ზერუკაზე გამოჩენას ძალიან დიდ უპირატესობა აქვს, მისი საშუალებით კიდევ უფრო მეტად ვუადვილებთ მომხმარებელს მოაგნონ ჩვენს ლოკაციას;
  •  მომხმარებლებს შეუძლიათ შეფასებების და კომენტარების  დატოვება;
  • შეგვიძლია მარტივად დავარედაქტიროთ და განვაახლოთ სასურველი ინფორმაცია;
  •  შეგვიძლია ინტერიერის და ექსტერიერის ფოტოების დამატება, რაც მომხმარებელს შეუქმნის ვიზუალურ შთაბეჭდილებას ჩვენი ბიზნესის შესახებ.
  • სრულიად უფასოდ, Google My Business-ის დახმარებით, შეგვიძლია შევქმნათ მინი საიტის მისამართი. საიტზე შეგვიძლია დავიტანოთ ყველა  ის ინფორმაცია, რაც გვსურს, რომ ნახონ მომხმარებლებმა.
  • ვიღებთ უფასო სტატისტიკას - მომხმარებლების ქმედების ანალიზ, საიდან შემოდიან და რას ეძებენ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია შევქმნათ სწორი მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც დაგვეხმარება გაყიდვების ზრდაში.

 

როგორ შექქმნათ და ვმართოთ Google My Business?

 

2013 წლის ნოემბერიდან საქართველოს მოსახლეობასაც შეუძლია აღნიშნული სერვისით სარგებლობა, მანამდე არსებობდაშემოვლითიგზები, თუ როგორ უნდა დაგვემატებინა ჩვენი ბიზნესი  Google-ის რუკაზე. გაითვალისწინეთ, ბიზნესის დასარეგისტრირებლად და რუკაზე გამოსაჩენად, Google- ჩვენს მიერ მითეთითებულ მისამართზე გამოგვიგზავნის ფიზიკურ წერილს, რომელიც დაახლოებით, 14 დღეში მოგვივა. აღნიშნულ წერილში წერია ციფრები, რაც უნდა მივუთითოთ ლოკაციას (კოდის მისათითებელ სექციაში) და მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდება ის გუგლის რუკაზე.

         იმ შემთხვევაში თუ ფოსტით გამოგზავნილი კოდი გზაში რაიმე მიზეზების გამო დაიკარგა არ ინერვიულოთ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად არსებობს შემდეგი გზები:

1. თქვენს ტელეფონის ნომერზე დარეკავს Google- და გიკარნახებთ პინ კოდს, რომელიც უნდა შეიყვანოთ შესაბამის ველში.

2. დაუკავშირდებით Google  My Business-ის Support- და სთხოვთ კოდის მოწოდებას მეილის საშუალებით.

 

Picture2.jpg

 

 

ჩაწერეთ საძიებო ველში თქვენი კომპანიის დასახელება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კომპანია უკვე დამატებულია, მაშინ დაადასტურეთ, რომ იგი მართლა თქვენ გეკუთვნით და თუ რაიმე შესაცვლელი ან დასამატებელი გექნებათ, მარტივად დაარედაქტირებთ.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კომპანია არ არის დამატებული Google My Business-ზე, მაშინ მიუყევით შემდეგ საფეხურებს:

 

  1. პირველ რიგში იმისათვის, რომ Google-ის ნებისმიერი პროდუქტით სარგებლობა შეძლოთ, აუცილებელია სარგებლობდეთ გუგლის ანგარიშით (გქონდეთ Gmail). თითოეული ადგილობრივი ბიზნესისთვის რეკომენდებულია საკუთარი ინდივიდუალური ანგარიშის შექმნა, აუცილებელია რომ კომპანიას ჰქონდეს პირდაპირ Gmail-, რომელზეც მოხდება Google My Business-ის ანგარიშის მიბმა, იმისათვის რომ თავიდან აირიდოთ მომავალში რაიმე სახის გართულება.
  2. მას შემდეგ რაც შექმნით Google-ის ანგარიშსს (Gmail-), Google My Business-ის დასარეგისტრირებლად ეწვიეთ შემდეგ მისამართს à   https://www.google.com/business/

 

Picture3.jpg

 

3. მიუთითეთ თქვენი ბიზნესის სახელწოდება

Picture4.jpg

 

4. მიუთითეთ მისამართი: ქალაქი, ყვეყანა, მისამართი, Zip კოდი, გაქვთ თუ არა მიწოდების სერვისი.

 

Picture5.jpg

 

მას შემდეგ რაც შეავსებთ ზემოთ აღნიშნულ საფეხურებს თქვენი ანგარიში Google My Business-ზე შეიქმნება, რის შემდეგაც დაგჭირდებათ დაამატოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია (ფოტო, პოსტი, პროდუქტი, სამუშაო საათები, მისამართი და ..).

 

Picture6.jpg

 

თუ დაინტერესებული ბრძანდებით აღნიშნული თემით, შემოგვიერთდით სოციალური მედია მარკეტინგის ვებინარზე, სადაც ტრენერი დაგეხმარებათ Google My Business-ის შექმნაში და მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას.

 

« უკან
3197
Login