02/03/2021

მოკლედ: ბრიუს ბარტონი

Bruce Barton.jpg

Nino PNG.png  ავტორი: ნინო მამადაშვილი 

ბრუს ბარტონი (1886-1967), ამერიკელი ბიზნესმენი, სარეკლამო აგენტი, მწერალი, ჟურნალის და პოლიტიკოსი. მან საკუთარი ხედვებით გავლენა მოახდინა საზოგადოების პოლიტიკურ და რელიგიურ აზროვნებაზე, ბიზნესსა და ჟურნალისტიკაზე.

დაიბადა პასტორი მამის და პედაგოგი დედის მოკრძალებულ ოჯახში. 9 წლის ასაკიდან ყიდიდა გაზეთებს, რამაც მოგვიანებით უბიძგა რედაქციაში ჟურნალისტის კარიერის დაწყებისკენ. მუშაობდა სხვადასხვა გამომცემლობაში. წერდა სტატიებს და წიგნებს. უმეტესწილად ოპტიმიზმის და წარმატების თემებზე. 1925 წელს გამოქვეყნებული წიგნით  „კაცი, რომელსაც არავინ იცნობს“ მსოფლიო ცნობადობა მოიპოვა. წიგნში გაერთიანებულია რელიგიის და ბიზნესის თემები. იესო დახატულია ძლიერ, მშრომელ ბიზნესმენად, თანამედროვე ბიზნესის ფუძემდებელად, რომელიც აერთიანებს 12 ადამიანს ბიზნეს ორგანიზაციის შექმნის მიზნით და სარეკლამო სლოგანებით იგებს გარემოცვის გულს. წიგნი საზოგადოების ნაწილმა უარყო, ნაწილმა კი ბესტსელერად აქცია.

ამის შემდეგ 1928 წლიდან იწყება ბარტონის, როგორც გაყიდვების მენეჯერის კარიერა მისსავე დაარსებულ სარეკლამო სააგენტოში BBDO. მისი კლიენტები სხვადასხვა დროს გახდნენ General motors, General Elektronic, Lever Brothers, Campbell Soup, Revlon და სხვა. კომპანიას მის სიცოცხლეშივე სიდიდით მეოთხე ადგილი ეკავა ამერიკის ბაზარზე.  

ბარტონის, როგორც თავისი დროის ერთ - ერთი ყველაზე ცნობილი სარეკლამო აგენტის აზრით, სწორად და გამიზნულად შერჩეული, სამიზნე სეგმენტს მორგებული და სწორი არხებით გადაცემული რეკლამა კომპანიის წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ფინანსების დაზოგვის მიზნით ბევრი კომპანია უარს ამბობს სარეკლამო აქტივობებზე, განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდებში, რაც საბოლოო ჯამში უფრო ძვირი უჯდება ბიზნესს, ვიდრე რეკლამაზე დახარჯული თანხა.

ჩვენს ეპოქაში სოციალური მედიებით განსაკუთრებით გაადვილებულია რეკლამის მეშვეობით მომხმარებელთა დიდ მასებზე წვდომა და აქ ყოველთვის არ მოიაზრება მაღალ ბიუჯეტიანი რეკლამა. კომპანიის სოციალური მედიების სწორი მენეჯმენტის, ანალიზის, მიზანმიმართულად შერჩეული მედია სტრატეგიის და მომხმარებლისთვის რელევანტური კონტენტის შეთავაზების შემთხვევაში შესაძლებელია ნაკლები დანახარჯებით სასურველი შედეგის მიღწევა.

« უკან
560
Login