14/12/2020

სოციალური მედია მარკეტინგის როლი ბიზნესებისთვის COVID-19-ის დროს

Socialmedia.jpg

Ana PNG.png  ავტორი: ანა აივაზიშვილი 

       როგორი იქნება პოსტ COVID სიტუაცია სოციალური მედია მარკეტინგის მიმართულებით?! 2020-ში ვისწავლეთ, რომ შეუძლებელია იყო 100%-ით მზად ყველა საკითხთან მიმართებაში, რაც მომავალს უკავშირდება. ჩვენ შეგვიძლია ტენდენციების პროგნოზირება, სტრატეგიის შედგენა და დაგეგმვა, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად მზად უნდა ვიყოთ იმისათვისაც, რომ შესაძლოა მოგვიწიოს მარკეტინგული და ბიზნეს სტრატეგიების ცვლილება შექმნილ ვითარებასთან მიმართებაში.

 ბოლო თვეების განმავლობაში დიჯითალ მარკეტინგის წარმომადგენლები იკვლევდნენ, თუ რა როლი შეასრულა ციფრულმა სამყარომ ბიზნესებისთვის პანდემიის დროს. სოციალური მედია გახდა შეუცვლელი კომპონენტი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. სიტუაციამ, რომელმაც მოსახლეობა სახლებში გამოკეტა, კიდევ უფრო გაზარდა დატვირთულობა ონლაინ სივრცეში. ბიზნესები, იმისათვის რომ გადარჩენილიყვნენ, იძულებულები გახდნენ ფეხი აეწყოთ შექმნილი ვითარებისთვის და მაქსიმალურად გაეზარდათ აქტიურობა ციფრულ სამყაროში.

       გაგიზიარებთ რამოდენიმე რჩევას, (რომლებსაც უფრო ვრცლად სოცლიალური მედია მარკეტინგის ვებინარზე და Facebook რეკლამების კურსზე განვიხილავთ) თუ როგორ უნდა მოიქცეთ შექმნილ სიტუაციაში, იმისათვის რომ მომხმარებლემა არ დაგივიწყოთ და არ ჩაგანაცვლოთ თქვენი კონკურენტით:

  •  იყავით აქტიურები სოციალურ ქსელში,
  • არ შეწყვიტოთ პოსტვა,
  • გადით ლაივზე;
  •  დაარეკლამეთ საინტერესო ინფორმაცია;
  •  მართეთ ბლოგები, გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება მკითხველს;
  •  მომხმარებლებს შესთავაზეთ გათამაშებები,
  • აქციებიმონაწილეობა მიიღეთ საქველმოქმედო ღონისძიებებში.

 

 

 

წლიური მოხსენების სრული ვერსია იხილეთ აქ.

წლიური მოხსენება 2020.png

« უკან
778
Login