31/10/2019

როგორ შევქმნათ Instagram სტრატეგია მცირე ბიზნესისთვის

Instagram.png

Ana PNG.png  ავტორი: ანა აივაზიშვილი 

 

          როდესაც ხართ მცირე ბიზნესის მფლობელი თქვენ პარალელურად ითავსებთ რამდენიმე თანამშრომელის საქმიანობას. ამის გამო კი თქვენ არ გეძლევათ საშუალება სრული დღე დაუთმოთ Instagram გვერდს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი უკავია ბიზნესის განვითარების მიმართულებით.

არსებობს უამრავი ხელსაწყო, რომლის გამოყენებითაც თქვენ შეგიძლიათ გაიმარტივოთ საქმიანობა და წინასწარ შეიმუშაოთ სტრატეგიული გეგმა თქვენი ბიზნესისთვის. ერთ-ერთი ასეთი გვერდია - Leter  (https://later.com/ ), სადაც შეგიძიათ დაარეგისტრიროთ თქვენი გვერდი, გაწეროთ კალენდარი, გააკეთოთ მონაცემების ანალიზი, გაეცნოთ ბლოგებს და უყუროთ ვიდეო გაკვეთილებს.

მოგაწვდით რამდენიმე რჩევას, რაც დაგეხმარებათ Instagram  სტრატეგიის შემუშავებაში:

  • შეაგროვეთ და გააკონტროლეთ თქვენი კონტენტი (მოცემულობა):

დახარჯეთ ცოტა დრო იმისათვის რომ გადაიღოთ ან მოძებნოთ ფოტო, რომელიც გსურთ გააზიაროთ თქვენი Instagram-ის სიახლეებში. დარწმუნდით, რომ ისინი ასახავენ თქვენი ბრენდის მთავარ გზავნილს და ვიზუალური მხარის დახმარებით მომხმარებელი მარტივად ახერხებს ინფორმაციის აღქმას.

  • დაგეგმეთ და შეარჩიეთ საუკეთესო დროის მონაკვეთი ინფორმაციის განსათავსებლად:

გადახედეთ თქვენს ანალიზს, იმისათვის რომ განსაზღვროთ დროის რომელ მონაკვეთში არიან თქვენი მომხმარებლები აქტიურები.

  • შექმენით ჰაშთაგების ბიბლიოთეკა:

დაუთმეთ დრო სწორი ჰაშთაგების შერჩევას თქვენი სამიზნე აუდიტორიისთვის, რათა შექმენით საუკეთესო ჰაშთაგების ნაკრები თქვენი პოსტისთვის.

  • დაწერეთ სტრატეგიული წარწერები:

გახსოვდეთ, რომ თქვენი სამიზნე აუდიტორია Instagram-დან უნდა გადაამისამართოთ ვებ გვერდზე ან ონლაინ მაღაზიაში. ამისათვის კი აუცილებელია წეროთ საინტერესოდ, რათა შეძლოთ მომხმარებლის მიზიდვა.

  • დაგეგმეთ თქვენი ჯგუფის სესიები:

ეცადეთ 2-3 კვირით ადრე დაგეგმოთ Instagram-ის  კონტენტი, რათა გქონდეთ წარმოდგენა თუ როგორი იქნება თქვენი Instagram-ის გვერდი. თუ ეს რთულად გეჩვენებათ, მაშინ განსაზღვრეთ ის თუ რას გააკეთებთ მომავალი ერთ კვირის განმავლობაში

Instagram-ის გვერდის შექმნა მცირე ბიზნესისთვის არც თუ ისეთი რთული საქმეა.   საჭიროა მხოლოდ დაიცვათ ბალანსი თქვენს სტრატეგიულ გათვლასა და კრეატიულობაში. ამით თქვენ გარანტია გექნებათ იმისა, რომ მოძებნით ახალ აუდიტორიას, მოიპოვებთ გამომწერებს, რომლებსაც მომავალში თქვენს ლოიალურ მომხმარებლებად გადაიქცევიან.

 

 

 

« უკან
1191
Login