25/08/2020

რა არის TikTok-ი

TikTok.png

Ana PNG.png  ავტორი: ანა აივაზიშვილი 

            TikTok- არის სახალისო, გასართობი სოციალური პლათფორმა, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გახდა. აპლიკაცია მომხმარებელს  საშუალებას აძლევს შექმნას და გააზიაროს მოკლემეტრაჟიანი, (60 წამამდე) ვიდეო ნებისმიერ თემაზე. TikTok - აქვს შექმნილი პროგრამა შემდეგი სახელით  დუინი (Duyin), რომელიც განკუთვნილია ჩინეთის ბაზრისთვის, რომელსაც 300 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ახალი აპლიკაციის ლოგოს კი Musical.ly და Duyin ლოგოების ერთობლიობა წარმოადგენს.

როგორ გაიზარდა TikTok-ის  პოპულარობა

             პროგრამის ჩაშვების დღიდან TikTok – ის აპლიკაციამ დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომელიც საოცრად სწრაფად იზრდება. 2018 წლის ოქტომბერში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ის იყო ყველაზე ხშირად ჩამოტვირთვადი ფოტო და ვიდეო აპლიკაცია Apple - ის მაღაზიიდან. როგორც ცნობილია, აპლიკაციამ ყოველთვიური 500 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი შეიძინა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით აშშ ყველაზე პოპულარული ქვეყანაა, სადაც ის გადმოწერილი იქნა 80 მილიონჯერ.

ახლა კი განვიხილოთ TikTok-ის აპლიკაციის პოპულარობის გაზრდის ზოგიერთი ძირითადი მიზეზი:

ცნობილი სახეები

          აპლიკაციას ბევრი ცნობილი ადამიანი იყენებს, მაგალითად ჯიმი ფალონი, რომელმაც ხელი შეუწყო აპლიკაციის პოპულარობას. აპლიკაციამ დაიწყო თანამშრომლობა და გადაუხადა თანხა ბევრ ცნობილ ადამიანს სხვადასხვა რეგიონში, რათა მათ აემაღლებინათ აპლიკაციის ცნობადობა ადგილობრივ აუდოტორიაში.

ჯიმი ფალონსი თავდაპირველადვე დაინტერესდა აპლიკაციით, მოგვიანებით კი ტიკ ტოკმა მასთან გააფორმა ხელშეკრულება ფასიანი რეკლამებისთვის. 2018 წლის ნოემბერში ჯიმი ფალონმა თავის შოუში დაიწყო გამოწვევებიდა ამისთვის გამოიყენა TikTok, როგორც გამოწვევის პლატფორმა. მან თავის მაყურებლებს მოუწოდა, განეთავსებინათ ვიდეო პოსტი TikTok– ზე შემდეგი დასახელებით #TumbleweedChallenge. ვიდეოში კი მათ უნდა შეესრულებინათ ბრუნვები იატაკზე.  იმისათვის რომ აღნიშნული კამპანია სწრაფად გავრცელებული თავად ტელეწამყვანმა მიიღო პირველი გამოწვევა.

                                                                            image-20200825155038-1.png

                                                                          გამოწვევის ნახვა

გამოწვევა ვირუსულად გავრცელდა და ერთ კვირაში 8000-ზე მეტი ჩანაწერი და 10.4 მილიონი ჩართულობას მიაღწია. Tik Tok- ის აპლიკაციას რეგიონებშიც აქვს გაფორმებული პარტნიორული ურთიერთობა ცნობილ სახეებთან. როდესაც იგი იაპონიაში ჩაეშვა, აპლიკაციის მომხმარებლები გახდნენ  ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან: კინოშიტა იუკინა, კიარი პამიუ პამიუ და ვატანაბე ნაომი. ტაილანდში, TikTok- თანამშრომლობს სოციალურ მედიაში ჩართულ ცნობილ ადამიანთან -  კაიკაი სალაიდერთან, ინდოეთში კი ააშიკა ბჰატიასთან.

დასახელებული ცნობილი ადამიანები არა მხოლოდ TikTok- ზე ათავსებდნენ მასალებს, არამედ ხელს უწყობენ TikTok- დარეკლამდეს სხვადასხვა სოციალური მედიის არხებზეც. მაგალითად, ქვემოთ მოცემულ პოსტში, ინდოელმა ცნობილმა ადამიანმა, ააშიკა ბჰატიამ,  TikTok-ი ინსტაგრამზე დაარეკლამა.                                                                        image-20200825155038-2.png

ლოკალიზებული შინაარსი

            TikTok- აპლიკაციების პოპულარობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ფაქტორი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, TikTok- გლობალური აპლიკაციაა, იგი ყურადღებას ამახვილებს ლოკალიზებულ შინაარსზე. პროგრამა ჰეშთეგების გამოყენებით ხშირად ატარებს ადგილობრივ კონკურსებსა და გამოწვევებს, რომლებიც ასახავს ადგილობრივ ტენდენციებს.

           TikTok სხვადასხვა ქვეყანაში ატარებს კონკურსს სახელწოდებით "1 მილიონი აუდიტორია". თითოეული კონკურსისთვის მონაწილეებს ეძლევათ თემა რაზეც მათ უნდა შექმნან ვიდეო, ტოპ ვიდეოს ავტორები კი საბოლოოდ ჯილდოვდებიანეს კონკურსი არა მხოლოდ ათასობით ადგილობრივ ვიდეოს შექმნაზეა ორიენტირებული თითოეული ქვეყნისთვის, არამედ TikTok- ის შემქმნელებს ეხმარება ცნობადობის ამაღლებასა და მიმდევრების გაზრდაში.

TikTok თითოეულ მომხმარებელს პერსონალურად უგზავნის რეკომენდაციებს. ეს კი აპლიკაციის გამომწერებს ხელს უწყებს მუდმივად იყვნენ ინფორმირებულები მათთვის საინტერესო სიახლეებით, მიიღონ შეთავაზებები და იდეები ვიდეოს მოსამზადებლად. მსგავსი ტექნიკების გამოყენებით TikTok-  მომხმარებლებში დიდი მოწონებით სარგებლობს.

მარტივი შინაარსის შექმნა, გაზიარება და ნახვა

            TikTok ის აპლიკაციით ვიდეოს შექმნა და გაზიარება მარტივია. მის სანახავად კი მხოლოდ აპლიკაციის გახსნაა საჭირო, რის შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით ავტომატურად ირთვება სხვადასხვა ჩანაწერები.  მომხმარებლებს შეუძლიათ ჩაწერონ ნებისმიერი რამ მათი ყოველდღიური რუტინიდან და განათავსონ სოციალურ ქსელში. ვიდეოს მოკლე ფორმატის გამო არ საჭიროებს დიდი დროის დახარჯვას მის მოსამზადებლად.

როგორ შეუძლიათ ბრენდებს ჩაერთონ Tik Tok ზე?

          TikTok– სხვა სოციალური ქსელებისაგნ განსხვავებით არ აქვთ გამოყოფილი სივრცე რეკლამებისთვის, ისინი არც კი ფიქრობენ ამ კუთხით კონკურენცია გაუწიონ სხვა მედია პლატფორმებს.  თუმცა, მისი სწრაფი პოპულარობის ზრდის გამო, მრავალი ბრენდი ახლა ხვდება TikTok- , როგორც მარკეტინგული არხის პოტენციალსრამდენიმე ბრენდმა გამოიყენა ტექნიკა, როგორიცაა TikTok–ის გამოწვევები და კონკურსები, რათა მომხმარებლებმა ბრენდებთან დაკავშირებული შინაარსის გენერირება მოახდინონ. ბრენდები ასევე იყენებენ ჰეშთაგებს, რათა ხელი შეუწყონ თავიანთი პროდუქტ/მომსახურეობის პოპულარიზაციას TikTok-ის მარკეტინგულ კამპანიებში

მაგალითად, განვიხილოთ Guess-ის ბრენდის კამპანია დასახელებით #InMyDenim. 2018 წლის 1 სექტემბერს ბრენდმა Guess – მა მოიწვია აშშში შექმნილიტიკტოკერებისყველა მომხმარებელი თავიანთ #InMyDenim ჰეშტაგის გამოწვევაში. კონკურსი მომხმარებლებს მოუწოდებდა შეექმნათ ვიდეო, სადაც მათ ეცმეოდათ Guess_ის ტანსაცმელი და გამოეყენებინათ შესაბამისი ჰეშთეგი.

Tik Tok ის მომავალი

          TikTok- ის აპლიკაციის ამჟამინდელი პოპულარობა გასაოცარია, მაგრამ მაინც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ის ოდესმე მიაღწევს მაღალ მწვერვალს, სხვა აპლიკაციების მსგავსად, როგორებიცაა Instagram და YouTube– . ერთ დროს Vine“– იყო ძალიან პოპულარული ვიდეო გაზიარების პლატფორმა, მაგრამ ის ახლა თითქმის მივიწყებულიაამჟამინდელი პოპულარობის შესანარჩუნებლად, TikTok– მოუწევს ინოვაციების შეთავაზება და ახალი გზების გამონახვა, იმისთვის რომ მომხმარებელი დააინტერესოს. მათ ასევე მოუწევთ პლატფორმა გახადონ ბრენდებისთვის უფრო მარკეტინგული, რათა მათ შეძლონ რეკლამების განთავსება. ბრენდები, რომელთაც სურთ მომავალში გაფართოვდნენ სოციალურ მედიაში, TikTok– მათ ამის შესაძლებლობას მისცემს. თუ ის მოახერხებს კაპიტალიზაცია მოახდინოს ბრენდის ჩართულობებზე, მაშინ TikTok-ის მოხმარება კიდევ უფრო გაიზრდება და შეძლებს კონკურენცია გაუწიოს სხვა სოციალური მედიის პლატფორმებს.

 

 

« უკან
3976
Login