24/03/2020

სოციალური მედია მარკეტინგი საქართველოში

social media marketing

Ana PNG.png  ავტორი: ანა აივაზიშვილი 

           საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ინტერნეტიზაციის მატებასთან ერთად უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს სოციალური მედია. რეკლამა ინტერნეტ მედიაში ბიზნეს კომპანიებისათვის  არის მოდური, თანამედროვე და განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნეს-კომპანიების ტრენდი. მისი საშუალებით შეგვიძლია ჩვენი ბიზნესისთვის გამოვიყენოთ ისეთი მექანიზმები როგორებიცაა:

  • ხელოვნური ინტელექტი - სოციალურ მედია მარკეტინგში გამოიყენება ახალი ამბების შესაქმნელად, ან ჩატში გასაუბრებისთვის. მაგ. Facebook-ზე რეკლამის დასრულების შემდეგ ჩატში სპეციალური სიტყვა კოდის მეშვეობით შესაძლებელია დიალოგის აწყობა და სასურველი ინფორმაციის მიღება.
  • ვირუსული კამპანიები - ვირუსის მსგავსად, ადამიანიდან ადამიანზე კომპანიის მარკეტინგული აქტივობის გავრცელება. ასეთი შეიძლება იყოს: ვიდეო, ტექსტური და აუდიო რეკლამა. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია შეფუთვა“, რათა მარტივი იყოს მისი გავრცელება სოციალურ ქსელებში.
  • რემარკეტინგი - იმ მომხმარებლებისთვის თავის შეხსენება, რომლებიც გვიცნობენ. მაგალითად, ადამიანები რომლებიც ესტუმრნენ ჩვენს გვერდს.
  • და სხვა.

ტრადიციული მედია არხებისაგან განსხვავებით (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია, გარე რეკლამა) სოციალური მედიის მეშვეობით ყველაზე მარტივია მივაგნოთ ჩვენს მიზნობრივ მომხმარებელს. ნებისმიერი სახის რეკლამის განთავსება ინტერნეტში უფრო ადვილად მოსახერხებელი, შედარებით იაფი, სწრაფი და გრძელვადიანია, ვიდრე სხვა სარეკლამო არხებზე.

სოციალური მედიის საშუალებით მცირე და საშუალო საწარმოებს შეუძლიათ აწარმოონ ისეთი მარკეტინგული კამპანია, რომელიც თანაბარ ინფორმაციულ პლატფორმაზე დააყენებს მათ კონკურენტებთან მიმართებაში და ღირსეული კონკურენციის გაწევის შესაძლებლობას მისცემს. საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური მედია პლატფორმებია: Facebook, YouTube, Instagram, LinkedIn, Pinterest, Twitter.

ქართული კომპანიები ნელ-ნელა სწავლობენ, თუ რა უპირატესობა აქვს სოციალურ მედიას. უმეტესი გვერდები არ არის აქტიური, მათგან კი, ვინც აქტიურია, მხოლოდ მცირე ნაწილი თუ ახერხებს სოციალურ მედიაში რეალური წარმატების მიღწევას. ხშირად სოციალურ მედიას ისეთივე წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს, როგორც ვებ-საიტს. ქართულ რეალობაში კომპანიების უმეტესობა წარმოდგენილია მხოლოდ Facebook გვერდზე, რაც გამართლებულია საწყისი ეტაპისთვის, რადგან აღნიშნული სოციალური ქსელი გეხმარებათ სწრაფად და შედარებით ნაკლები ხარჯებით გახვიდეთ პოტენციურ მომხმარებელზე. Ads Manager-დან შესაძლებლობა გეძლევათ გამოჰყოთ მომხმარებელთა ჯგუფები და შესთავაზოთ პროდუქტი სწორ სეგმენტს, რაშიც შემდეგი მონაცემების შევსება დაგეხმარებათ:

  • ასაკობრივი ჭრილი
  • სქესი
  • გეოგრაფიული ადგილმდებარეობა
  • ქმედებების, ინტერესებისა და დემოგრაფიული მონაცემები 

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ისევე როგორც მსხვილი ბიზნეს წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია Instagram-ზე მომხმარებელთან სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბება. ქართული რეალობიდან გამომდინარე ძალიან ბევრი არასწორად იყენებს ჰეშთეგებს, ან არ ესმით მისი დანიშნულების არსი. გამოიყენეთ ჰეშთეგები სწორად, დააკვირდით ბაზარს და განსაზღვრეთ, როდის იქნება ეფექტური პოსტის განთავსება.

            BPN Georgia ცდილობს აქტიურად ჩაერთოს საქართველოს მოსახლეობის განვითარებაში, სწორედ ამიტომ ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე სთავასობს სემინარებს აქტიურ თემებზე: ორ დღიანი მასტერკლასი - სოციალური მედია მარკეტინგი და Facebook Ads Manager -ის ხუთ დღიანი კურსი. აღნიშნულ სემინარებზე თეორიულ ინფორმაციასთან ერთად განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ მართოთ სხვადასხვა სოციალური ქსელები, აიმაღლოთ ცნობადობა და გაზარდოთ ონლაინ გაყიდვები.

იმისათვის, რომ ეფექტურად გამოიყენოთ სოციალური მედია მარკეტინგი თქვენი კომპანიისთვის, მოგაწვდით რამდენიმე რჩევას:

  1. შეარჩიეთ სწორი აუდიტორია;
  2. სეგმენტზე მორგებული კომუნიკაცია;
  3. გაუზიარეთ სიახლეები და მიაწოდეთ მომხმარებლებს მათთვის საინტერესო/მნიშვნელოვანი ინფორმაცია;
  4. შექმენით დასამახსოვრებელი აქტივობები სოციალურ მედიაში;
  5. შექმენით საინტერესო პოსტები ბრენდირებული დიზაინით;
  6. იყავით გამორჩეულები;
  7. მოახდინეთ მონაცემების ანალიზი, თუ რამ იმუშავა კარგად, ან რა არის გასაუმჯობესებელი.

 

 

« უკან
11900
Login